Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ორი


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ორი თვით გადადო ახალი კონსტიტუციის დასამტკიცებლად "ლოია ჯირგას", ანუ დიდი საბჭოს ჩატარება.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ორი თვით გადადო ახალი კონსტიტუციის დასამტკიცებლად "ლოია ჯირგას", ანუ დიდი საბჭოს ჩატარება.
ეს ინფორმაცია კვირას ქაბულში გაავრცელა კარზაის პრეს-მდივანმა ჯავიდ ლუდინმა, რომლის თქმით "ლოია ჯირგა" დეკემბრის შუა რიცხვებამდე გადაიდო. მას ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ აღნიშნა, რომ მომავალი წლის ივნისისათვის დაგეგმილი საყოველთო არჩევნები, სავარაუდოდ, მაინც დროულად ჩატარდება. კარზაიმ "ლოია ჯირგა" გადადო ახალი კონსტიტუციის პროექტის შექმნაზე პასუხისმგებელი კომისიის მოთხოვნით. კომისია რიგითი ავღანელების გამოხმაურების შესასაწავლად მეტ დროს მოითხოვს.
XS
SM
MD
LG