Accessibility links

logo-print

პალესტინელთა თვითმმართველობის პრეზიდენტმა იასირ არაფათმა


პალესტინელთა თვითმმართველობის პრეზიდენტმა იასირ არაფათმა გამოაცხადა,

პალესტინელთა თვითმმართველობის პრეზიდენტმა იასირ არაფათმა გამოაცხადა,
რომ მის მიერ ავტონომიის პრემიერის პოსტზე დასახელებულმა აჰმედ ყურეიმ მიიღო წინადადება, დაიკავოს პოსტი. ეს არაფათმა დღეს განაცხადა. თვითონ ყურეის ეს არ დაუდასტურებია.
აჰმედ ყურეიმ დღეს უფრო ადრე განაცხადა, რომ ის არ დაიკავებს თანამდებობას, თუკი იფიქრებს, რომ საქმე არ გამოვა. ყურეიმ უნდა შეცვალოს მაჰმუდ აბასი, რომელიც გადადგა ისრაელსა და პალესტნელებს შორის გაუთავებელი ძალადობის გამო. ვაშინგტონში საეხელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ აშშ, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო აპირებენ შეხვედრის მოწყობას ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ის ითანამშრომლებს ყველა პალესტინელ პრემიერთან, რომელიც "საგზაო რუკის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის თანახმად იმუშავებს.

XS
SM
MD
LG