Accessibility links

logo-print

პალესტინელთა თვითთმართველობის პრემიერის პოსტზე დასახელებულმა


პალესტინელთა თვითთმართველობის პრემიერის პოსტზე დასახელებულმა აჰმედ ყორეიმ განაცხადა,

პალესტინელთა თვითთმართველობის პრემიერის პოსტზე დასახელებულმა აჰმედ ყორეიმ განაცხადა,
რომ არ დათანხმდება თანამდებობის დაკავებას, თუკი ისიც მისი წინამორბედის მსგავსად ისრაელის დიქტატის ქვეშ მოექცევა. მანვე განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა მოუხსნას ბლოკადა პალესტინელთა თვითთმართველობის პრეზიდენტის არფატის ადგილსამყოფელს და შეწყვიტოს პალესტინელ მებრძოლთა ხოცვა და დაპატიმრება. [ყორეის ხმა] "მე მსურს, რომ ისრაელებმა შეწყვიტონ თავდასხმები, მე ვერ ვიმუშავებ, თუკი ისინი გააგრძელებენ სახლების, შენობების დანგრევას, პალესტინელებზე თავდასხმას. ასე ამ თანამდებობაზე ვერ ვიქნები, ეს პოსტი მშვიდობის შესაქმნელად მსურს".
"ასოშეიტედ პრესის" სააგენტომ გაავრცელა ცნობა, ისრაელის პრემიერის შარონის მრჩეველზე დაყრდნობით, რომ ყურეი მისაღებ პარტნიორი გახდება, თუკი ის სამშვიდობო გეგმის, საგზაო რუკის მიხედვით დადგენილ, პალესტნელთა მოვალეობებს შეასრულებს. ეს მებრძოლთა გამოვლენას და განირაღებასაც გულისხმობს. დღეს ისრაელის ჯარისკაცებმა ქალაქ ჰებრონში, პალესტინელთა ტერიტორიაზე მოკლეს პალესტინელი ახალგაზრდა შენობის ალყისას, სადაც შეიარაღებული პირები ეგულებოდათ.
XS
SM
MD
LG