Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლ


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლ ვულფოვიცმა განაცხადა,

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლ ვულფოვიცმა განაცხადა,
რომ ერაყში ამერიკელთა დამატებითი ჯარი საჭირო არ არის. ვულფოვიცი შშ-ის სენატის შეიარაღებულ ძალთა კომიტეტის წინაშე გამოვიდა:
[ვულფოვიცის ხმა] "აშშ-ის სამეთაურო ცენტრის უფროსმა გენერალმა აბიზაიდმა და მისმა ოფიცრებმა გაიმეორეს, რომ მათ არა თუ არ სჭირდებათ მეტი ჯარი, მათ არ სჭირდებათ მეტი ამერიკელთა ჯარი, რაც მათ სჭირდებათ, არის მეტი საერთაშორისო ჯარი, რომელიც გაინაწილებს იქ მყოფი ჯარის ტვირთს, მაგრამ ყველაფერზე მეტად, მათ სჭირდებათ ერაყელთა ჯარი, რადგან ეს მათი ქვეყანაა, რომელიც გავათავისუფლეთ და ისინი არიან, ვინც უშიშროების მთავარი ამოცანა უნდა იკისრონ". ერაყში 140 ათასი ამერიკელი სამხედროა, ჯარი ჰყავს იქ პოლონეთს და ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს. ვოლფოვიცმა კონგრესი გააფრთხილა გამოყონ ის 87 მილიარდი დოლარი, რომელიც პრეზიდენტმა ბუშმა მოითხოვა, რათა გაგრძელდეს ტერორთან ომი და ერაყის და ავღანეთის აღდგენა.
XS
SM
MD
LG