Accessibility links

logo-print

კალიფორნიაში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა


კალიფორნიაში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა "წყალბადის ბომბის მამად" წოდებული ედვარდ ტელერი.

კალიფორნიაში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა "წყალბადის ბომბის მამად" წოდებული ედვარდ ტელერი.
ტელერი დაიბადა უნგრეთში, ფიზიკას გერმანიაში სწავლობდა, 1935 წელს ემგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ტელერმა სხვა ამერიკელ ფიზიკოსებთან ერთად ე.წ. " მანჰეტენის პროექტის" ფარგლებში შექმნა ატომური იარაღი, რომელიც 1945 წელს იქნა გამოყენებული იაპონიის წინააღმდეგ. ომის შემდეგ ტელერი აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის "ბირთვული ფარის" დახვეწის საქმეში. იგი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა სტენფორდის უნივერსიტეტში.
XS
SM
MD
LG