Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჟიოტაჟი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების დანიშვნებთან დაკავშირებით


ეკა წამალაშვილი, დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში საარჩევნო ციებ-ცხელება დაწყებულია, შესაბამისად - ცენტრალური საარჩევნო კომისია მოვლენათა განვითარების ეპიცენტრში ხვდება. 10 სექტემბერსაც საარჩევნო სამზადისში

ჩაფლული ადამიანების მთელი ყუდაღება ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ იყო მიმართული, რადგან ამ დღეს საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების დანიშვნის ვადა იწურებოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ოპოზიციური ძალების ლიდერები მთელი დღის მანძილზე მოუწოდებდნენ, გამოეჩინა პრინციპულობა და საოლქო კომისიების თავმჯდომარეებად არ დაენიშნა სახელისუფლებო ბლოკის მხარდამჭერი ადამიანები. რამ შექმნა მთელი ეს აჟიოტაჟი?

საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების დანიშვნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ ვნებათაღელვა დილით ლეიბორისტებმა წამოიწყეს, ლეიბორისტების გარდა10 სექტემბერს თითქმის ყველა ოპოზიური ძალიდან მოსთხოვეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მაქსიმალური ობიექტურობის გამოვლენა. ნანა დევდარიანს ბევრმა ადამიანმა მოუწოდა საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების დანიშვნისას არ გამხადრიყო არჩევნების გაყალბებისთვის ჩაფიქრებული გარიგების თანამონაწილე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ მოწოდებებს არ გამოხმაურებია, სამაგიეროდ დღის ბოლოს მან 75 საოლქო კომისიის თავმჯდომარე დაამტკიცა. ეს 75 პირი კი იმ კანდიდატთა შორის შეირჩა, რომელთა შერჩევის წესიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძველი შემადგენლობის მიერ აგვისტოს ბოლოს მიღებულმა დადგენილებამ დაამკვიდრა, - დადგენილებამ, რომლის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების დანიშვნა საკრებულოების, ქალაქების მერებისა და რაიონული გამგეობების წარდგინებით მოხდა, რამაც გზა გაუხსნა საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების პოსტებზე ხელისუფლებისთვის მისაღები პირების დასახელებას და ამ პროცესში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობა გამორიცხა. ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი ნუგზარ კუპრეიშვილი ფიქრობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ აგვისტოს ბოლოს მიღებული დადგენილება აშკარა წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კანონთან, თუმცა, ამაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია.

[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა ] " იმდენად ნაჩქარევად იქნა მიღებული ზესაშვილის ზეობის დროს ეს დადგენილება და იმდენად ჩუმად და მოულოდენლად, რომ ვერავინ ვერ მოსაწრო სამდღიან ვადაში მისი გასაჩივრება. ძალიან ნაჩქარევად იქნა მიღებული და ძალიან ჩუმად, ისე, რომ არავის არ სცოდნოდა ამის შესახებ. "

საკრებულოების, ქალაქების მერებისა და რაიონული გამგეობების წარდგინებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შევიდა საოქლო საარჩევნო კომისიების თავმჯომარეების პოსტებზე შერჩეულ პიროვნებათა 350-კაციანი სია და ამ სიის უმეტესობას სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები წარმოადგენდნენ, - ადამიანები, რომლებსაც უსიტყვოდ უნდა შეესრულებინათ საკუთარი ხელმძღვანელების მოთხოვნები. საკრებულოების, გამგეობების და მერების რეკომენდაციით აღჭურვილ კანდიდატურებს შორის მრავლად აღმოჩნდნენ საოლქო კომისიების ყოფილი თავმჯდომარეებიც, ანუ არჩევნების გაყალბებაში კარგად გამოცდილი კადრები, მათ შორის ისეთებიც, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული არჩევნების გაყალბების მოტივით. ნანა დევდარიანის მიერ 10 სექტემბერს ხელმოწერილ სიაში ასეთი გახმაურებელი გვარებიც დარჩა. საოლქო საარჩევნო კომისიების ახლადდანიშნულ თავმჯდომარეებს შორის არიან პირები, რომლებსაც არა მარტო არჩევნების გაყალბებაში, არამედ სხვა მძიმე სამართალდარღვევებშიც მიუძღვით ბრალი.
XS
SM
MD
LG