Accessibility links

logo-print

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს


ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში დღეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების მეორე წლისთავი აღინიშნება.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში დღეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების მეორე წლისთავი აღინიშნება.
საავიაციო ტერაქტების სერიის დროს, ორი წლის წინ, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში დაახლოებით სამი ათასი ადამიანი დაიღუპა. ნიუ-იორკში იმ ადგილას, სადაც ავაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორი ცათამბჯენი იყო აღმართული, დილიდან სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს, რომელსაც დაღუპულთა ახლობლები და ოფიციალური პირები ესწრებიან. ვაშინგტონში კი , თეთრი სახლის წინ შეკრებილ ხალხს შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე, რათა მათთან ერთად მიაგონ პატივი დაღუპულთა ხსოვნას. "ჩვენ გვახსოვს დაღუპულები, თავგანწირვა, გვახსოვს თანთ, იმ ავადსახსენებელ დღეს.”, განაცხადა დღეს ნაციისადმი მიმართვაში ჯორჯ ბუშმა.
XS
SM
MD
LG