Accessibility links

logo-print

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა სილვან


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა სილვან შარონმა წინადადება წამოაყენა, რათა პალესტინის ტერიტორიიდან გააძევონ

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა სილვან შარონმა წინადადება წამოაყენა, რათა პალესტინის ტერიტორიიდან გააძევონ
ავტონომის მეთაური იასირ არაფატი, რასაც არ ეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატები. არაფატის დეპორტაცია, ხუთშაბათს გამართული ისრაელის მთავრობის სხდომის, ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი გახლდათ. მთავრობის სხდომა ისრაელში მომხდარ ამასწინადელ ტერაქტებს მიეძღვნა, რომლის დროსაც 15 ადამიანი დაიღუპა. დასავლეთის სააგენტოების ინფორმაციით, ისრაელის ჯარებმა უკვე დაიკავეს პოზიციები მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპოროზე, რომლის შორიახლოსაც იასირ არაფატის შტაბ-ბინაა განლაგებული. ისრაელის თანახმად, არაფატი განზრახ აფერხებს სამშვიდობო პროცესს. პალესტინის ავტონომიის ლიდერი კი უარყოფს ამგვარ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG