Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარი პროკურორი


გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარი პროკურორი კარლა დელ პონტე მოელის,

გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარი პროკურორი კარლა დელ პონტე მოელის,
რომ ბოსნიელ სერბთა ომისდროინდელი ლიდერები რადოვან კარაჯიჩი და რატკო მლადიჩი, აგრეთვე ხორვატიელი გენერალი ანტე გოტოვინა ამ წლის დამლევს იქნებიან დაპატიმრებული და ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე აგებენ პასუხს. კარაჯიჩსა და მლადიჩს ხსენებულმა ტრიბუნალმა ორჯერ წაუყენა ოფიციალურად გენოციდის ბრალდება. გოტოვინას იმაში ედება ბრალი, რომ 1995 წელს განხორციელებული ოპერაციის დროს, როცა ხორვატიის 4-წლიანი ომი თითქმის დამთავრებული იყო, მან 150 ეთნიკური სერბი მოკლა. დელ პონტემ განაცხადა, რომ ჰააგის ტრიბუნალი არ შეწყვეტს საქმიანობას, ვიდრე ხსენებული პირები არ წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.
XS
SM
MD
LG