Accessibility links

logo-print

საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო ისრაელის მთავრობის


საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო ისრაელის მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება

საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო ისრაელის მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება
მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის იასირ არაფატის გაძევების შესახებ. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ამ ნაბიჯს "მოუფიქრებელი" უწოდა. ხოლო ევროკავშირმა განაცხადა, რომ "მიუტევებელი შეცდომა" იქნება არაფატის გაძევება პალესტინელთა ტერიტორიიდან. ასეთივე აზრი გამოთქვეს რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და კიდევ სხვა სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრად დანიშნულმა აჰმედ ყორეიმ შეწყვიტა კაბინეტის შექმნა და განაცხადა, რომ არაფატის გაძევებამ შესაძლოა "ააფეთქოს" ახლო აღმოსავლეთი. პალესტინელთა ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა საებ ერექათმა განაცხადა, რომ ამგვარ ვითარებაში გამორიცხულია ავტონომიის ახალი კაბინეტის შექმნა [საებ ერექათის ხმა]: "როგორ შეგიძლიათ მთავრობის შექმნა, როცა ისრაელის გადაწყვეტილება მახვილივით გადევთ კისერზე? ეს, გადატვირთული ვაგონია ყორეისთვის და მთავრობის შედგენა უნდა შეწყდეს. ისრაელის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რათა მთავრობის შექმნა, საგზაო რუკის რეალიზაცია და სამშვიდობო პროცესის განახლება გახდეს შესაძლებელი". ქალაქ რამალაში, იასირ არაფატის რეზიდენციასთან, აგრეთვე ღაზის სექტორში დღეს პალესტინელთა მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა. აქციის მონაწილენი თანადგომას უცხადებდნენ პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს.
XS
SM
MD
LG