Accessibility links

მიღებული ცნობების თანახმად, დღეს დილით


მიღებული ცნობების თანახმად, დღეს დილით, ერაყის ქალაქ ფალუჯის შემოგარენში სულ ცოტა 8 ერაყელი პოლიციელი და ერთი იორდანიელი მოქალაქე იქნენ მოკლული,

მიღებული ცნობების თანახმად, დღეს დილით, ერაყის ქალაქ ფალუჯის შემოგარენში სულ ცოტა 8 ერაყელი პოლიციელი და ერთი იორდანიელი მოქალაქე იქნენ მოკლული,
როცა ამერიკელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს რამდენიმე ავტომანქანას, რომლებიც არ დაემორჩილნენ სამხედროების ბრძანებას -შეჩერებულიყვნენ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან. ადგილობრივი პოლიციის, ექიმებისა და თვითმხილველთა ცნობით, ერაყელი პოლიციელები რამდენიმე ავტომანქანით უკან დაედევნენ უნომრო მსუბუქ ავტომანქანას, რომელშიც რამდენიმე შეიარაღებული პირი იჯდა. ამერიკელების საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, რომელიც იორდანიის საავადმყოფოს მახლობლადაა მოწყობილი ქალაქ ფალუჯაში, ამერიკელმა სამხედროებმა შეცდომით გაუხსნეს ცეცხლი ერაყელ პოლიციელებს. ამერიკის ჯარის სარდლობას ეს ცნობა არ დაუდასტურებია. წუხელ, ბაღდადის დასავლეთით 100 კილომეტრში მდებარე ქალაქ რამადიში განხორციელებული რეიდის დროს 2 ამერიკელი ჯარისკაცი იქნა მოკლული, ხოლო 7 დაიჭრა.
XS
SM
MD
LG