Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს


ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
მოელიან, რომ 35-ტ წევრიანი საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა მოეწყობა იმასთან დაკავშირებით, უნდა მიეცეს თუ არა ირანს უკანსკნელი ვადა იმის დასადასტურებლად, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმ დღეს კვლავ გამოვიდა მოწოდებით, რომ არ იქნეს დანიშნული არანაირი ვადა. სააგენტო ირნას მოჰყავს ხარაზის მოწოდება მმართველი საბჭოს წევრებისადმი "წინ აღუდგნენ ზეწოლას შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან. ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და შეერთებული შტატები მოითხოვენ რეზოლუციის მიღებას, რომლის ძალითაც ირანმა 31 ოქტომბრამდე აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა გახადოს ბირთვულ სფეროში თავისი საქმიანობა.
XS
SM
MD
LG