Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო ერაყის პოლიტიკურ მომავალზე იმსჯელებს


გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან შვეიცარიაში, ჟენევაში, სადაც ერაყში საერთაშორისო თანამეგობრობის როლის თაობაზე თავიანთი პოზიციები უნდა დააახლოონ.

"მუდმივ ხუთს", როგორც მათ უწოდებენ ხოლმე, უთანხმოება ჰქონდათ ერაყის ომის გამო და ისინი სხვადასხვა თვალსაზრისს წარმოადგენენ ერაყში პოლიტიკური ხელისუფლების მომავლის საქმეშიც. გასულ კვირაში გაირკვა ერთი მნივშნელოვანი რამ: იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყნის გარდმავალი პერიოდის კანონიერი წარომადგენელი ერაყის მმართველი საბჭოა, კონსენსუსი მიღწეულია.

ამ შეთანხმების მიუხედავად, ჟენევაში გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მიიწვია საბჭოს წევრები, რათა მათთან ერთად ერაყის შესახებ ახალ რეზოლუციაზე იმსჯელოს. აშშ-ის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტი უშიშროების საბჭოს მოუწოდებს ერაყში მოქმედ სამხედრო კოალიციას მისი მფარველობის ქვეშ მყოფის სტატუსი მიანიჭოს. იქვე წაიკითხავთ, რომ ერაყის მმართველმა საბჭომ ახალი კონსტიტუციის შექმნის და არჩევნების მოწყობის ვადები უნდა დაამუშაოს. საფრანგეთმა და გერმანიამ(ეს უკანასკნელი არ არის საბჭოს მუდმივი წევრი) მოითხოვეს, რომ რეზოლუციაში დამატებით შევიდეს პუნქტი ერაყში გაეროს როლის გაძლიერების შესახებ. რუსეთის წინადადებაც მსგავსი იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ რეზოლუციის დახვეწის საქმეში ის მზად არის შეისმინოს მუდმივი წევრების მოსაზრებები. 11 სექტებმრებს მან გაიმეორა, რომ სხვა სახელმწიფობსაც აკისრიათ ერაყში სტაბილურობის პასუხიმგებლობა:
[ბუშის ხმა] "გაეროს რეზოლუციის მთავარი მიზანია, წააქეზოს სხვა ქვეყნები. ვფიქრობ, სხვა სახელმწიფოებსაც აქვთ ვალდებულება. თავისუფალი ერაყი მათაც არგებს. მსოფლიოს ის უფრო მშვიდობიანს გახდის და უფრო უსაფრთხოს". სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბაუჩერმა განაცხადა, რომ ჟენევაში ყველა მხარე ამ მიზნით, ამ განზრახვით მიდის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნონ ერაყელებს მათი ქვეყნისთვის პასუხისმგებლობა. გერმანიისა და საფრანგეთის წინადადებით, კოალიციამ დროულად უნდა გადასცეს მმართველობა ერაყის მმართველ საბჭოს. ამ წინადადების თანახმად, გაერომ უნდა გაუწიოს ერაყელებს დახმარება - შექმნან მთავრობა სრული წარმომადგენლობით. მაგრამ გაეროს თანამშრომლის, ფრედ ეკჰარდის აზრით, ეს მოსაზრებები, მხოლოდ წინასწარია, ნაადრევია იმის თქმა, რა გადაწყდება საბოლოოდ.
გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი, როცა ის ჟენევის შეხვედრას გეგმავდა, იმედოვნებდა, რომ ერაყის სტაბილურობის და სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენის დაჩქარებისთვის შეთანხმებას მიაღწევდნენ. ამასთან, ანანს სურს, რომ უშიშროების საბჭომ გაეროს თანამშრომლებს ცხადი მანდატები მიანიჭოს. ანანი ერაყის მმართველი საბჭოს მაღალი რანგის წარმამადგნელს - ადნან პაჩაჩის შეხვდა ჟენევაში. პაჩაჩი ფიქრობს, რომ გაეროს უფრო ფართო მონაწილეობა ერაყის საქმეეში ერაყელებს მეტად წააქეზებს კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღონ რეფორმირების პროცესში.
გაეროს უშიშროების საბჭოს საქმეთა ექსპერტი, მშვიდობის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი დევიდ მელოუნი ვარაუდობს, რომ აშშ-ს მოუწევს ერაყის პოლიტიკური განვითარების სფეროში წამყვანის როლი გაეროს დაუთმოს:
[მელოუნის ხმა] "აშშ შეინარჩუნებს ერაყში სამხედრო სფეროში კონტროლს და ეკომიკური აღდგენის საქმეშიც მთავარი ძალა იქნება, მაგრამ მესამე, პოლიტიკური სფერო, გაეროს უკეთესი შანსი აქვს წარმართოს, ვიდრე აშშ-ს და რასაც, ჩანს, მოკავშირე მთავრობები და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრები დაჟინებით მოითხოვენ".
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG