Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსლოში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მეათე


ოსლოში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მეათე წლისთავთან დაკავშირებით

ოსლოში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მეათე წლისთავთან დაკავშირებით
პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა სამშვიდობო მოლაპარაკებათა განახლებისკენ მოუწოდა დღეს ისრაელს. რამალაში ჩასულ უცხოელ დიპლომატებს უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც ოსლოში დაიდო შეთანხმება, პალესტინელები დღეს ყველაზე რთული პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ. იასირ არაფატმა პალესტინელთა ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის მცდელობაში დაადანაშაულა ისრაელი. ადრე არაფატმა მისი რეზიდენციის წინ შეკრებილ ასობით ბავშვს მიმართა სიტყვით. "ყოველდღიური აგრესია ისრაელის მხრიდან შეურაცყოფაა ჩვენი ხალხის, ლტოლვილთა ბანაკების და იმ წმიდა ადგილებისა, რომლებიც მაჰმადიანებსა და ქრისტიანებს ეკუთვნის", - განაცხადა იასირ არაფატმა.
XS
SM
MD
LG