Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა და 37 დაიჭრა ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში დღეს მომხდარი შეიარაღებული შეტაკების დროს.

სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა და 37 დაიჭრა ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში დღეს მომხდარი შეიარაღებული შეტაკების დროს.
იუწყებიან, რომ ისლამისტი მეამბოხეები თავს დაესხნენ კუკა პარეის, მეამბოხეთა ყოფილ ლიდერს, და იგი, ოთხ თანამებრძოლთან ერთად მოკლეს. თავდასხმის დროს 20 ადამიანი დაიჭრა. კუკა პარეი 1994 წლამდე ექსტრემისტულ დაჯგუფება იხვან-ულ მუსლიმინს ხელმძღვანელობდა, ხოლო მოგვიანებით მეამბოხეებს გაემიჯნა და სამთავრობო ძალებს ეხმარებოდა სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ქალაქ ბიჯბეჰარას ავტომაგისტრალზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი მოქალაქე იქნა მოკლული, 11 დაიჭრა. ადრე, მეამბოხეებმა სამხედრო ბანაკზე მიიტანეს იერიში ქაშმირის შტატის კუპვარას რაიონში; შედეგად 4 ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 6 დაიჭრა. მოკლულ იქნა ერთი მეამბოხეც.
XS
SM
MD
LG