Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები


გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ახლო აღმოსავლეთში გაგრძელდეს "საგზაო რუკის" სახელით

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ახლო აღმოსავლეთში გაგრძელდეს "საგზაო რუკის" სახელით
ცნობილი სამშვიდობო გეგმის პრაქტიკული განხორციელება. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა შაბათს ჟენევაში განაცხადა, რომ ხსენებული გეგმის განხორციელების პასუხისმგებლობა ისრაელსა და პალესტინელებს აკისრიათ. ისრაელში ამ ბოლო დროს მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამშვიდობო პროცესს ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა პალესტინური ტერიტორიებიდან ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი გააძევოს. რადიკალურმა დაჯგუფებამ "პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტმა" შაბათს განაცხადა, რომ არაფატის დეპორტაცია ისრაელთან ომის ტოლფასი იქნება.
XS
SM
MD
LG