Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ-აღმოსავლეთი ავღანეთის პაქტიკის პროვინციაში თალიბების


სამხრეთ-აღმოსავლეთი ავღანეთის პაქტიკის პროვინციაში თალიბების რაზმი თავს დაესხა ავღანეთის პოლიციის სასაზღვრო საგუშაგოს.

სამხრეთ-აღმოსავლეთი ავღანეთის პაქტიკის პროვინციაში თალიბების რაზმი თავს დაესხა ავღანეთის პოლიციის სასაზღვრო საგუშაგოს.
ადგილობრივი პოლიციის უფროსის ცნობით, თავდასხმის მონაწილე 15-მდე თალიბმა საგუშაგოს შენობას ალყა შემოარტყა. ორმხრივი ხანმოკლე სროლის შემდეგ პოლიციელები იძულებული შეიქნენ, უკან დაეხიათ. პოლიციის უფროსის მტკიცებით, თალიბებმა შენობას ცეცხლი წაუკიდეს და მეზობელი პაკისტანის ტერიტორიაზე გაუჩინარდნენ.
XS
SM
MD
LG