Accessibility links

logo-print

გვინეა-ბისაუში მომხდარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს


გვინეა-ბისაუში მომხდარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს განზრახული აქვთ გარდამავალი მთავრობის შექმნა

გვინეა-ბისაუში მომხდარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს განზრახული აქვთ გარდამავალი მთავრობის შექმნა
და საყოველთაო არჩევნებისთვის ნიადაგის შემზადება. როგორც სამხედროების წარმომადგენელმა ერთ-ერთ კერძო რადიოსადგურს განუცხადა, ახალი კაბინეტი დასავლეთი აფრიკის ამ ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალას გააერთიანებს. არჩევნების გამართვის სავარაუდო თარიღზე არაფერს იტყობინებიან. გვინეა-ბისაუს დამხობილი პრეზიდენტი კუმბუ იალუ დაპატიმრებულია. სამხედროები მას ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებისას სრულ უუნარობაში ადანაშაულებენ. პორტუგალიის ყოფილი კოლონია გვინეა-ბისაუ მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა.
XS
SM
MD
LG