Accessibility links

logo-print

ქართველი გამნაღმმველები, რომლებიც ერაყის ქალაქ


ქართველი გამნაღმმველები, რომლებიც ერაყის ქალაქ თიქრითის რაიონში არიან განთავსებული,

ქართველი გამნაღმმველები, რომლებიც ერაყის ქალაქ თიქრითის რაიონში არიან განთავსებული,
აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, გამოყენებისთვის უვარგისი სამხედრო მარაგების უტილიზებისას, ყოველდღიურად 300-400 ნაღმსა და ჭურვს ანადგურებენ. ამის შესახებ, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის დამოწმებით, პრაიმ-ნიუსი იუწყება. ამავე ცნობის თანახმად, ერაყში წარმატებით მსახურობენ გაერთიანებული ქართული სამშვიდობო ასეულის წევრი სამხედრო ექიმებიც, რომლებიც ამჟამად საველე ჰოსპიტალში მუშაობენ. რაც შეეხება ოთხ ქართველ გამნაღმმველს, რომლებმაც 21 აგვისტოს, საბრძოლო მასალებით დატვირთულ მანქანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს, ისინი მკურნალობას აშშ-ში განაგრძობენ. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მკურნალობის შემდეგ ოთხივე ერაყში დაბრუნდება და სამსახურს განაგრძობს. ქართული სამშვიდობო ასეული ერაყში აგვისტოს დამდეგიდან იმყოფება და ამ ქვეყანაში სულ ექვს თვეს დაჰყოფს.
XS
SM
MD
LG