Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მეორე მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან


რუსთავის მეორე მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან ოთხშაბათს გაქცეული 129 პატიმრიდან შვიდი ნებაყოფლობით დაბრუნდა კოლონიაში.

რუსთავის მეორე მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან ოთხშაბათს გაქცეული 129 პატიმრიდან შვიდი ნებაყოფლობით დაბრუნდა კოლონიაში.
იუსტიციის სამინისტროს სასჯელთაღსრულების დეპარტამენტზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ ამ პატიმრებისადმი მკაცრ სანქციებს არ გამოიყენებენ. დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, დღეისთვის დაკავებულია 61 გაქცეული. დანარჩენი 68-დან ის, ვისაც გაქცევისას დანაშაული არ ჩაუდენია და 15 სექტემბრამდე სამართალდამცავებს ჩაბარდება, სასჯელს უწინდელი პირობებით მოიხდის. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა არავის გაუწევია. შეგახსენებთ, რომ პატიმართა მასობრივი გაქცევისას კოლონიის ერთი გუშაგი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
XS
SM
MD
LG