Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა უარყო მოწოდებები პალესტინელთა ლიდერის, იასირ არაფატის მოკვლის ან გადასახლებისკენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა უარყო მოწოდებები პალესტინელთა ლიდერის, იასირ არაფატის მოკვლის ან გადასახლებისკენ.
ბაღდადში გამოსვლისას, პაუელმა განაცხადა, რომ ასეთ ნაბიჯებს მთელი არაბული და მაჰმადიანური სამყაროს აღშფოთება მოჰყვებოდა. [კოლინ პაუელის ხმა] "შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს არც ბატონი არაფატის ლიკვიდაციას და არც მის გადასახლებას. ეს ჩვენი პოზიცია არ არის და არც ყოფილა. ისრაელის მთავრობამ ეს იცის." ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ეს სიტყვები პასუხი იყო ისრაელის ვიცე-პრემიერის ეჰუდ ოლმერის განცხადებაზე, რომ პალესტინელთა ავტონომიის მეთაურის თანამდებობიდან იასირ არაფატის მოცილების ერთ-ერთ ვარიანტად ისრაელის ხელმძღვანელობა მის ლიკვიდაციას განიხილავდა. [ეჰუდ ოლმერის ხმა] "ბატონი არაფატი მკვლელია. ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ, სამწუხაროდ, მოცემულ ვითარებაში, იგი იძულებულია, მთელი ყურადღება მკვლელებთან და მათს დამკვეთებთან ბრძოლაზე გადაიტანოს. და, თუ საჭირო შეიქნა, გაანადგუროს კიდეც ისინი. არაფატი გამონაკლისი არ არის." პალესტინელთა ხელისუფლების წარმომადგენელმა საერ ერექათმა განაცხადა, რომ ოლმერის სიტყვები სახელმწიფოს ხელმძღვანელობის წევრზე მეტად მაფიის ლიდერს შეეფერება.
XS
SM
MD
LG