Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ოქტომბრის ბოლომდე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ოქტომბრის ბოლომდე
ირანმა თავისი ბირთვული პროგრამების შესახებ ამომწურავი ანგარიში უნდა წარმოადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პაუელის თქმით, თეირანს გაეროს მხრიდან სანქციები მოელის. ეს განცხადება აშშ-ის საგარეო უწყების მეთაურმა ბაღდადში გააკეთა - მას შემდეგ, რაც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ აპირებს, გადასინჯოს თავისი თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან. როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ განაცხადა, თეირანს ჯერ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, გააგრძელებს თუ არა თანამშრომლობას ატომური ენერგიის სააგენტოსთან.
XS
SM
MD
LG