Accessibility links

თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია


თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა გიული.

თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა გიული.
საქართველოსკენ მიმავალ თვითმფრინავში, ჟურნალისტებთან საუბრისას, გიულმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, გაანადგუროს ქურთი სეპარატისტების ბაზები ჩრდილოეთ ერაყში. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც გიულმა თქვა, ვაშინგტონი, შესაძლოა, გამოეთხოვოს ტერორიზმთან მიზანმიმართული მებრძოლის რეპუტაციას. ჩრდილოეთ ერაყში განთავსებულია ქურთისტანის მუშათა პარტიის ბაზები - ორგანიზაციისა, რომელიც უკვე მრავალი წელია, თურქეთის ხელისუფლებას ებრძვის. რაც შეეხება თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სტუმრობას საქართველოში, ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისა და ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის საკითხებს, იმსჯელებენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე.
XS
SM
MD
LG