Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიტის ჩაშლა


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიტის ჩაშლა იმავდროულად განვითარებადი ქვეყნების გამარჯვებააო

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიტის ჩაშლა იმავდროულად განვითარებადი ქვეყნების გამარჯვებააო
- განაცხადა ინდოეთის ვაჭრობის მინისტრმა არუნ ჯეითლიმ. მართალია, სამიტზე ვერ მოხერხდა მსოფლიო ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, მაგრამ განვითარებადმა სახელმწიფოებმა შეძლეს, თავიანთი პრობლემებისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიეპყროთ. მექსიკის ქალაქ კანკუნში გამართულ სამიტზე ინდოეთი სათავეში ჩაუდგა იმ განვითარებადი ქვეყნების კოალიციას, რომლებიც მდიდარი სახელმწიფოების ფერმერებისთვის სუბსიდიების გაუქმებას მოითხოვდნენ. ევროპის სასოფლო-სამეურნეო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი კანკუნის სამიტის ჩაშლის გამო გაწბილებას გამოთქვამს, თუმცა ბევრი მათგანი აღნიშნავს, რომ მავნე კომპრომისებზე წასვლას მოლაპარაკების შეწყვეტა სჯობდა.
XS
SM
MD
LG