Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მკაცრი რეჟიმის მეორე კოლონიიდან


რუსთავის მკაცრი რეჟიმის მეორე კოლონიიდან ოთხშაბათს გაქცეული 129 პატიმრიდან სამართალდამცავებმა კიდევ ორი დააკავეს.

რუსთავის მკაცრი რეჟიმის მეორე კოლონიიდან ოთხშაბათს გაქცეული 129 პატიმრიდან სამართალდამცავებმა კიდევ ორი დააკავეს.
შვიდი გაქცეული ნებაყოფლობით დაბრუნდა კოლონიაში. იუსტიციის სამინისტროს სასჯელთაღსრულების დეპარტამენტზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ ნებაყოფლობით დაბრუნებული პატიმრებისადმი მკაცრ სანქციებს არ გამოიყენებენ. დღეს ეწურება ვადა ულტიმატუმს, რომლის თანახმად, ის პატიმრები, ვისაც გაქცევისას დანაშაული არ ჩაუდენია, და სამართალდამცავებს ჩაბარდება, სასჯელს უწინდელი პირობებით მოიხდის. შეგახსენებთ, რომ პატიმართა მასობრივი გაქცევისას კოლონიის ერთი გუშაგი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დღეს დაღუპული გუშაგის ოჯახს იუსტიციის სამინისტრომ დახმარების სახით 2000 ლარი გადასცა.
XS
SM
MD
LG