Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი არ დაეთანხმება თბილისის წინადადებას


სოხუმი არ დაეთანხმება თბილისის წინადადებას აშშ-ის, რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ინგლისის მსგავსად, თურქეთიც ჩართულ იქნეს

სოხუმი არ დაეთანხმება თბილისის წინადადებას აშშ-ის, რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ინგლისის მსგავსად, თურქეთიც ჩართულ იქნეს
"გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების" რიცხვში, რომლებიც აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში მონაწილეობენ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრზე, სერგეი შამბაზე დაყრდნობით, ამის შესახებ პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. შამბამ ასეთი კომენტარი გაუკეთა საქართველოში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულა გიულის ორდიღიან ოფიციალურ ვიზიტს, რომელიც დღეს დაიწყო. შამბას თქმით, აფხაზეთისა და აფხაზეთის თითქმის ნახევარმილიონიანი დიასპორის შეშფოთებას იწვევს ის, რომ თურქეთი აქტიურ სამხედრო დახმარებას უწევს საქართველოს. სოხუმისთვის ასევე მიუღებელია სამშვიდობო ოპერაციაში თურქი სამხედროების ჩართვა.
XS
SM
MD
LG