Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, რომელიც ვიზიტით იმყოფებოდა ერაყში, დღეს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჰალაბჯას ესტუმრა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, რომელიც ვიზიტით იმყოფებოდა ერაყში, დღეს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჰალაბჯას ესტუმრა.
უმთავრესად ქურთებით დასახლებულ ამ ქალაქში სადამ ჰუსეინის შეიარაღებულმა შენაერთებმა 1988 წელს ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რის შედეგადაც ხუთი ათასამდე ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ცერემონიაზე გამოსვლისას, პაუელმა განაცხადა, 1988 წლის ტრაგედია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ მსოფლიოს უფრო ადრე უნდა მიეღო გადამჭრელი ზომებიო. სიტყვა წარმოთქვა ქურთისტანის პატრიოტული კავშირის ლიდერმა ჯალალ თალაბანიმაც. მისი თქმით, ქურთები ამაყობენ იმ კოალიციის წევრობით, რომელმაც სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხო. დღეს ბაღდადში კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. დღესვე, ბაღდადის დასავლეთით მდებარე ქალაქ ხალდიაში დაუდგენელმა პირებმა ადგილობრივი პოლიციის უფროსი მოკლეს.
XS
SM
MD
LG