Accessibility links

გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის


გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის განცხადებით, უშიშროების საბჭოს წევრები იზიარებენ მოსაზრებას,

გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის განცხადებით, უშიშროების საბჭოს წევრები იზიარებენ მოსაზრებას,
რომ ერაყის მმართველობა რაც შეიძლება მალე უნდა გადავიდეს ერაყელთა ხელში. ანანმა დასძინა, რომ გაერო ერაყელებს ქვეყნის აღმშენებლობაში დაეხმარება, მაგრამ მის მართვას არ აპირებს. [კოფი ანანის ხმა] "ჩვენ შეგვიძლია, დახმარება გავუწიოთ ერაყელებს საკუთარი ტერიტორიების ადმინისტრირებაში, მაგრამ საუბარი არ არის გაეროს მიერ ერაყის მართვაზე. ცხადია, გაეროს შეუძლია გარკვეული როლის შესრულება, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ეს როლი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული უშიშროების საბჭოს მიერ."
XS
SM
MD
LG