Accessibility links

logo-print

ახლო აღმოსავლეთში გაეროს საგანგებო წარმომადგენლის


ახლო აღმოსავლეთში გაეროს საგანგებო წარმომადგენლის ტერიე რუდ-ლარსენის განცხადებით,

ახლო აღმოსავლეთში გაეროს საგანგებო წარმომადგენლის ტერიე რუდ-ლარსენის განცხადებით,
რეგიონში ბოლო ხანს მომხდარმა მოვლენებმა ჩიხში შეიყვანა სამშვიდობო პროცესი. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, რუდ-ლარსენმა თქვა, რომ როგორც პალესტინელ თვითმკვლელ მოიერიშეთა თავდასხმებმა, ისე ისრაელის მიერ პალესტინელ მეამბოხეთა მკვლელობებმა, სამშვიდობო პროცესს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. თავის სიტყვაში რუდ-ლარსენი შეეხო თანამდებობიდან პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის იასირ არაფატის გადაყენების თემას, რაზეც ბოლო ხანს ისრაელის ხელმძღვანელობა საუბრობს. [ტერიე რუდ-ლარსენის ხმა] "ბატონი არაფატი პალესტინელების დემოკრატიულად არჩეული და, ამდენად, კანონიერი ლიდერია. იგი განასახიერებს პალესტინელთა თვითშეგნებასა და ეროვნულ მისწრაფებებს. არ შეიძლება საუბარი მის ირელევანტურობაზე." გასულ კვირაში ისრაელის უშიშროების კაბინეტმა არაფატის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა არ დაუზუსტებია, რა გზით უნდა მოხდეს ეს. გუშინ ისრაელის ვიცე-პრემიერმა ეჰუდ ოლმერმა განაცხადა, რომ პალესტინელთა ავტონომიის მეთაურის თანამდებობიდან იასირ არაფატის მოცილების ერთ-ერთ ვარიანტად ისრაელის ხელმძღვანელობა მის ლიკვიდაციას განიხილავდა.
XS
SM
MD
LG