Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აპირებს, მომავალშიც ითანამშრომლოს ატომური


ირანი აპირებს, მომავალშიც ითანამშრომლოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან.

ირანი აპირებს, მომავალშიც ითანამშრომლოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან.
ვენაში, ამ ორგანიზაციის თათბირზე, ირანის ატომური ენერგიის მინისტრმა ღოლამრეზა აღაზადემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმოწერით იკისრა. გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ოქტომბრის ბოლომდე ირანმა თავისი ბირთვული პროგრამების შესახებ ამომწურავი ანგარიში უნდა წარმოადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პაუელის თქმით, თეირანს გაეროს მხრიდან სანქციები მოელის.
XS
SM
MD
LG