Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის პრობლემის სირთულეზე წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული წერილები და


გიორგი კაკაბაძე, თბილისი აფხაზეთის პრობლემის სირთულეზე წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული წერილები და მოსაზრებებიც მიუთითებს. შეიძლება თუ არა ამ მხრივ რაიმე პროგრსეზე საუბარი, ეს იალტის სამიტის შემდეგ გამოჩნდება.

ახლა კი ზოგიერთი წერილის შესახებ მოგითხრობთ.

აფხაზეთში საკუთრების გადანაწილების თემას ეძღვნება 11 სექტემბრის გაზეთ "ნოვიე იზვესტიას" წერილი. გაზეთის ინფორმაციით, რუსეთის სხვადასხვა სტრუქტურების მიერ დღეისათვის პრივატიზებულია საკურორტო კომპლექსების მთელი რიგი: "მაგალითად, სანატორიუმი "არმენია" სოხუმის ხელისუფლებამ 2000 წელს 25 წლით გადასცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. პრივატიზებულია, აგრეთვე, სანატორიუმები "უკრაინა" და "სამშიტოვაია როშჩა" (რუსეთის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა მიერ). პანსიონატი "მიუსერა" გუდაუთის რაიონში და გაგრის დასასვენებელი სახლი "აბრსკილი" გადაეცა მორდვეთის ფირმა "ბერიოზკას"... რუსეთის ტურისტულმა ფირმამ - "გლადიოლუსმა" საკმაოდ მომგებიანი გარიგება გააფორმა და მრავალწლიანი არენდით აიღო სასტუმროები "აფხაზია", "რიწა" და "ინტურისტის" ნაწილი. რუსეთის სხვადასხვა უწყებას გადაეცა სანტორიუმები "საქართველო", "თბილისი" და "მაიაკი".

საინტერესოა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში "ნოვიე იზვესტიას" კორესპონდენტს უარი უთხრეს კომენტარის გაკეთებაზე აფხაზეთში საკუთრების საკითხთან დაკავშირებით. გაზეთის თქმით,
"ჩინოვნიკების შიში იოლად ასახსნელია, რადგან დსთ-ის პრეზიდენტთა სამიტმა 1996 წლის იანვარში მიიღო გადაწყვეტილება "აფხაზეთის სეპარატისტულ წრეებთან თანამეგობრობის სახელმწიფოთა თანამშრომლობის დაუშვებლობის შესახებ". ამდენად, ნებისმიერი გარიგება აფხაზეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან უკანონო ხასიათს ატარებს.
მიუხედავად ამისა, დადგენილებას პრაქტიკულად რუსეთის ფედერაციის ყველა სუბიექტი არღვევს. მაგალითად, დოკუმენტებს შორის აღმოჩნდა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორის მოადგილის, ვალერი ევლამპიევის წერილი, სადაც ჩინოვნიკი მხარს უჭერს წინადადებას ოლქსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შეთანხმების შესახებ".

8 სექტემბრის "ნოვიე იზვესტია" აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, თედო ჯაფარიძესთან. კონფლიქტის თემასთან დაკავშირებით იგი ამბობს: "არსებობს რთული და მტკივნეული აფხაზეთის პრობლემა. ახლახან მოსკოვში გახლდით და რუს კოლეგებთან საუბარში გავაჟღერე იდეა, რომელზეც დიდი ხანია ვფიქრობ. საქმე ის არის, რომ აფხაზეთის პრობლემის გარდა არის სხვა პრობლემები, რომელთა გათვალისწინება წინ უნდა უძღოდეს რეგიონალური კონფლიქტის გადაწყვეტას. მინდა ვთქვა, რომ ამ პრობლემებისადმი მიდგომა გაცილებით გაამარტივებდა აფხაზური კვანძის გახსნას. აუცილებელია ქართულ-რუსული ურთიერთობების არსის განსაზღვრა და, შესაბამისად, ამ ურთიერთობების გაუმჯობესების უშეცდომო რეცეპტის მიღება".

11 სექტემბრის "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, რომ "დსთ-ის იალტის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტი აპირებს კვლავ მიაპყროს თანამეგობრობის სახელმწიფოს მეთაურთა ყურადღება აფხაზეთის პრობლემას. გაზეთის თქმით, "მთავარ საკითხებს იალტის შეხვედრაზე ქართველი ლიდერი ვლადიმირ პუტინის წინაშე დასვამს, უკვე თითქმის ათი წელია, რაც სწორედ რუსეთს აკისრია შუამავლის როლი ქართულ-აფხაზურ დარეგულირებაში და კონფლიქტის ზონაში თავისი მშვიდობისმყოფელები ჰყავს".
გაზეთს მოჰყავს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები, რომ "აფხაზეთის მიმართ არსებობს დსთ-ის გადაწყვეტილებები, მაგრამ ისინი ქაღალდზე დარჩა". შევარდნაძის თქმითვე, "ალბათ, გარკვეული პასუხისმგებლობა ამაზე რუსეთის მხარეს უნდა დაეკისროს".
XS
SM
MD
LG