Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთიდან, ყანდაარის რაიონიდან იუწყებიან, რომ


ავღანეთიდან, ყანდაარის რაიონიდან იუწყებიან, რომ ბრძოლაში მოკლეს თალიბთა ყოფილი რეჟიმის ერთ-ერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი.

ავღანეთიდან, ყანდაარის რაიონიდან იუწყებიან, რომ ბრძოლაში მოკლეს თალიბთა ყოფილი რეჟიმის ერთ-ერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი.
"ასოშეიტედ პრესმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარუფის რაინში მოკლეს ჰაფიზ აბდულ რაჰიმი, რომელიც პოლიციის მეთაური იყო თალიბების მმარველობის დროს. რაჰიმივე ხელმძღვანელობდა შეტევებს ავღანეთის ახლანდელი ხელისუფლების ჯარზე. აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა როდნი დევისმა თქვა, რომ ყანდაარის პროვინციაში გრძელდება აშშ-ის და ავღანთა ნაწილების ერთობლივი ოპერაცია თალიბთა მომხრეთა წინააღმდეგ. დევისისვე მონაცემებით, იქ 15 შეირაღებული პირი მოკლეს. ჩვენი მხრივ დანაკარგი არ არისო, თქვა დევისმა.
XS
SM
MD
LG