Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრმა სახლმა გააფრთხილა სირია, რომ


თეთრმა სახლმა გააფრთხილა სირია, რომ მას პასუხს მოთხოვენ არაკონვენციური იარაღის წარმოებისა და იმ ისლამისტური ჯგუფების მხარდაჭერის გამო,

თეთრმა სახლმა გააფრთხილა სირია, რომ მას პასუხს მოთხოვენ არაკონვენციური იარაღის წარმოებისა და იმ ისლამისტური ჯგუფების მხარდაჭერის გამო,

რომლებიც ტერორს უწყობენ ხელს. თეთრი სახლის წარმამომადგენელმა სკოტ მაკკლელანმა თქვა, რომ აშშ-ის მთავრობამ სირიას განუმარტა, რომ მისი საქციელი მიუღებელია და უნდა შეიცვალოს.

აშშ-მა ბრალი დასდო სირიას მასობრივი განადგურების იარაღის მოგროვებაში. კონგრესში გამართულ მოსმენებზე იარაღის კონტროლის სფეროში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯონ ბოლტონმა განაცხადა: [ბოლტონის ხმა]
"70-იანი წლების შემდეგ სირია ქმნის ქიმიური იარაღის არსენალს, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია არაბულ სამყაროში.vgc მომწამვლელი ნივთიერება ზარინი თვითმფრინავებით ან ბალისტიკური რაკეტებით მიზაანთან შეუძლია მიიტანოს, სირია უფრო საშიშ ქიმიურ იარაღსაც, კერძოდ "ვი ექსის"- გაზს ავითარებს". ბოლტონმა თქვა, რომ სირია ერაყში სამხედრk აღჭურვილობასაც აგზაdნიდა და მოხალისეთაც უშვებდა, ომის დროსაც და ახლაც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ შეუძლია დაადასტუროს პრესის ცნობა, რომ ერაყმა თავისი იარაღი გაეროს ინსპექტორებისგან და კოალიცის ჯარისგან სირიაში გადამალა.


XS
SM
MD
LG