Accessibility links

logo-print

იასირ არაფატი სერიოზულ მნიშვნელობას არ


იასირ არაფატი სერიოზულ მნიშვნელობას არ ანიჭებს იმას, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ უკუაგდო რეზოლუცია

იასირ არაფატი სერიოზულ მნიშვნელობას არ ანიჭებს იმას, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ უკუაგდო რეზოლუცია
ისრაელის მიმართ მოთხოვნით, უარი თქვას პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის დეპორტაციაზე. შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო სირიის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას, ვინაიდან მასში ერთი სიტყვითაც არ იყო ნახსენები პალესტინელთა ტერორიზმი. არაფატისგან განსხვავებით, სხვა პალესტინელმა ლიდერებმა გააკრიტიკეს შეერთებული შტატების ნაბიჯი. მინისტრთა კაბინეტის წევრმა აბედ რაბომ თქვა, რომ ვაშინგტონის პოზიცია ხელს აძლევს ისრაელის რადიკალურ წრეებს და ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს. შეერთებული შტატები გააკრიტიკა საფრანგეთმაც, რომლის აზრით, რეზოლუცია სავსებით მისაღებია. დღესვე არაფატმა ისრაელის ტელევიზიით გამოსვლისას ისრაელს ზავისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელები ცდილობენ დაარწმუნონ პალესტინელთა რადიკალური ორგანიზაციები, რომ თავი შეიკავონ ისრაელებზე თავდასხმებისგან.
XS
SM
MD
LG