Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევრო აღმოსავლეთ ევროპას უმიზნებს


1999 წლის შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებში მიმოქცევაში შევიდა ერთიანი ვალუტა, აღმოსავლეთ ევროპის კანდიდატი სახელმწიფოები, სადაც ეროვნული ვალუტა დომინირებს, განსხვავებულ ტენდენციას ამჟღავნებენ ევროს მიმართ.

ევრომ ერთნი - იგულსხმება ვალუტა, - ძალიან გააძლერა, მეორენი კი პირიქით, დაასუსტა. ორივე შემთხვევა კი ართულებს ვაჭრობას ეგვროზონისა და მის სავაჭრო პარტნიორ აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს შორის.
რამდენად შეუწყობს ხელს ეს ვითარება ევროზე გადასვლის პროცესს ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოებში?

მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში შვეციამ უარი თქვა ევროზე გადასვლაზე, ევროპის ერთიან სავალუტო სივრცეში კვლავ ის 12 ქვეყანა რჩება, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ ევრო ერთიან ვალუტად აღიარეს. ფაქტია, რომ სანამ გერმანია და დანიაც მხოლოდ ფრთხილ მოძრაობას აკეთებენ ერთიან ევროპულ ვალუტასთან მიერთებისკენ, შემდეგი სახელმწიფოები, სადაც შესაძლოა მიმოქცევაში შევიდეს ევრო, მხოლოდ ევროკავშირის მომავალი წევრი სახლმწიფოებიღა რჩებიან. მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, აღმოსავლეთი ევროპის სახელმწიფოებს ევროზე გადასასვლელად საჭირო კრიტერიუმის მისაღწევად სულ მცირე სამი წელი სჭირდებათ. ეს კი ნიშნავს, რომ ახალ წევრ სახელმწიფოებთან ერთად ევროზონაში მიმოქცევაში შემოვა რამდენიმე ეროვნული ვალუტა, რომელთა უმრავლესობა საშინლად მერყეობს ევროსთან მიმართებაში და ამით ართულებს ვაჭრობის პროცესს.

ბრიუსელში მდებარე ევროკავშირის სახელწმიფოთა სტატისტიკის სააგენტოს ინფორმაციით, ესტონური კრონი, ბულგარული ლევი და ლიტვური ლიტი მყარად დაფიქსირდა ევროსთან მიმართებაში და აღარ განიცდის ცვალებადობას, როგორც წინათ ხდებოდა.
ჩეხური კრონი კი, რომელსაც თავისუფალი კურსი აქვს უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, 1999 წლის შემდეგ, რაც მიმოქცევაში ევრო გაჩნდა, 11 პროცენტით გამყარდა.

საპირიპირო მაგალითს წარმოადგენს სლოვენური ტოლარი, რომელიც იმავე პერიოდში ევროსთან მიმართებაში 19 პროცენტით დაეცა, მსგავსად პოლონური ზლოტისა, რომლის კურსი წელს 10 პროცენტით შემცირდა ევროსთან მიმართებაში. უკეთეს მდგომარეობაში არც აღმოსავლეთი ევროპის სხვა სახელმწიფოები - უნგრეთი, სლოვაკეთი და ლატვიაა, რომელთა ევროვნული ვალუტები ასევე ამჟღავნებენ კურსის ვარდნას ევროს მიმართ. თუმცა, ამ მხრივ ყველაზე უარესი მდგომარეობა რუმინულ ლეის და თურქულ ლირას აქვთ, რომლებიც 66 და 77 პროცენტით დაეცა ევროსთან მიმართებაში.

იქონიებს თუ არა ეს გავლენას ახალ წევრებზე იმ შემთხევავში, თუ ისინი შეეცდებიან შეუერთდნენ ევროზონას რაც შეიძლება მალე? გერმანიის ბანკის ანალიტიკოსის, კლაუს პაპენბროკის თქმით, ასეთ ნაბიჯს აზრი აქვს ვაჭრობის სტაბილურობის უზრუნველყოფის თავლსაზრისით.

[კლაუს პაპენბროკის ხმა] "ეს უფრო გაამარტივებს ვაჭრობის პროცესს და მას უფრო აღრიცხვადს გახდის, და გარკვეული თვალსაზრისით იაფსაც ექსპორტიორებისა და იმპორტიორებისთვის, რომლებიც აღარ იქნებიან იძულებულნი გამოამზეურონ ყველა ნიუანსი".

აქ პაპენბროკი გულისხმობს ვითარებას, როდესაც ფულის მიმოქცევის კურსი იცვლება, პროდუქტის ფასი აისახება ღირებულების კომპონენტზე იმგვარად, რომ თუკი გაცვლითი კურსი არახელსაყრელი იქნა, მოგება გარანტირებული იყოს.

მაგრამ ევროზონაში შესასვლელად ქვეყნები ხუთ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ: ამ თვალსაზრისით "აღმოსავლეთელთა" მთავარ დაბრკოლებას ბიუჯეტის დეფიციტის დონე წარმოადგენს. ევროკავშირშის წევრებისთვის დასამალი არ არის, რომ 10 ქვეყანში, რომლებმაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად დაშვება მიიღეს, ბიუჯეტის დეფიციტმა 4,7 პროცენტს მიაღწია და ეს ვითარება შარშანდელთან შედარებით ზრდის ტენდენციით ხასიათდება, მაშინ, როცა ბიუჯეტის დეფიციტის დასაშვები დონე, ევროკავშირის სტანდარტით 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG