Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იასირ არაფატმა ლიდერად ვერ ივარგა"


"იასირ არაფატმა ლიდერად ვერ ივარგა", - ასე შეაფასა პალესტინელების ლიდერის საქმიანობა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა

"იასირ არაფატმა ლიდერად ვერ ივარგა", - ასე შეაფასა პალესტინელების ლიდერის საქმიანობა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა
კემპ დევიდის რეზიდენციაში იორდანიის მეფე აბდულასთან შეხვედრის შემდეგ. ბუშის თქმით, პალესტინელების ყოფილ პრემიერ-მინისტრ მაჰმუდ აბასს, რომელიც ამ თვეში გადადგა, დაბრკოლებებს უქმნიდა არაფატის ადმინისტრაცია: [ბუშის ხმა] "ბატონმა არაფატმა ლიდერად ვერ ივარგა და უკვე ვთქვი, რომ პრემიერ-მინისტრ აბასს ხელს უშლიდა ძველი ძალა, ესე იგი არაფატი". ბუშისავე თქმით, თუ პალესტინელებს მშვიდობა სურთ, მათ ესაჭიროებათ ლიდერი, რომელიც გადაჭრით ემხრობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ბუშის განცხადება გავრცელდა სულ მალე მას შემდეგ, რაც იასირ არაფატმა ისრაელს პაესტინელების ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან ახალი ზავის დადებისაკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG