Accessibility links

logo-print

გერმანია მზად არის, გაწვრთნას ერაყელი


გერმანია მზად არის, გაწვრთნას ერაყელი პოლიციელები და ჯარისკაცები. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის კანცლერ გერჰარდ შრიოდერის ინტერვიუში,

გერმანია მზად არის, გაწვრთნას ერაყელი პოლიციელები და ჯარისკაცები. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის კანცლერ გერჰარდ შრიოდერის ინტერვიუში,
რომელიც გაზეთ "ჰანდელსბლატის" დღევანდელ ნომერშია დაბეჭდილი. როგორც ინტერვიუშია აღნიშნული, ეს დახმარება არ არის დამოკიდებული გაეროს რაიმე რეზოლუციაზე ომის შემდგომ ერაყის რეკონსტრუქციის შესახებ. დღეს შრიოდერმა განმეორებით აღნიშნა, რომ გაერომ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ერაყში. თუმცა, მისივე აღიარებით, გაერო მოკლე დროში ვერ შეძლებს უშიშროების უზრუნველყოფას. მომავალ კვირაში გერმანიის მთავრობის მეთაური აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს უნდა შეხვდეს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოფნისას. მათი ბოლო პირისპირ შეხვედრის შემდეგ წელიწადზე მეტია გასული. გერმანიის მთავრობის პრესმდივნის თქმით, მოლაპარაკებაზე საბოლოო დასტური ჯერ არ არის, მაგრამ ის, როგორც ჩანს, ჩატარდება.
XS
SM
MD
LG