Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა ერაყში


საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას მოუწოდა, უზრუნველყოს ძალაუფლების ერაყელი ლიდერებისათვის რაც შეიძლება მალე გადაცემა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას მოუწოდა, უზრუნველყოს ძალაუფლების ერაყელი ლიდერებისათვის რაც შეიძლება მალე გადაცემა.
შირაკმა ბერლინში გერმანიის კანლცერ გერჰარდ შრიოდერთან მოლაპარაკების შემდეგ აღნიშნა, რომ ძალაუფლების გადაცემა სულ რამდენიმე თვეში უნდა მოხდეს. იქვე შირაკმა დადებითად შეაფასა შრიოდერის წინადადება, ერაყის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად გერმანიაში იქნენ გაწვრთნილი ერაყელი პოლიციელები და ჯარისკაცები. თუმცა, შირაკს თავის მხრივ არ შეუთავაზებია ასეთივე წვრთნის საფრანგეთში ჩატარება. საფრანგეთი, ისევე როგორც გერმანია, გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა ერაყში ომის დაწყებას.
XS
SM
MD
LG