Accessibility links

logo-print

იალტაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრით


იალტაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრით დაიწყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 2-დღიანი სამიტი.

იალტაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრით დაიწყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 2-დღიანი სამიტი.
რუსი მინისტრის პრეს-მდივან ალექსანდრ იაკოვენკოს განცხადებით, მინისტრებმა იმსჯელეს ერთობლივ ძალისხმევაზე დამნაშავეობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოიწონეს ზომები, რომლებითაც გამიზნულია საზენიტო რაკეტებით ვაჭრობის გაკონტროლება. ასევე იაკოვენკოს თქმით, მინისტრებმა მოიწონეს დოკუმენტის პროექტი, რომელშიც ლაპარაკია უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის კოორდინაციაზე. იალტაში დღესვე გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ილჰამ ალიევის შეხვედრა. პუტინმა გამოთქვა იმედი, რომ აზერბაიჯანში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები ხელს არ შეუშლის რუსეთთან ურთიერთობას. ხვალ თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები შეიკრიბებიან. მათ შორის არ იქნებიან მხოლოდ აზერბაიჯანისა და თურქმენეთის პრეზიდენტები, ჰეიდარ ალიევი და საფარმურატ ნიაზოვი. საქართველოს პრეზიდენტი იალტაში ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG