Accessibility links

logo-print

რატომ ვერ დასრულდა რეფორმები პენიტენციალურ სისტემაში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ჯერ კიდევ ეძებენ 10 სექტემბერს რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაქცეულ პატიმრევს - შეგახსენებთ, გაქცეულთა რაოდენობამ რეკორდული რიცხვი - 129 შეადგინა.

ციხეებიდან გახშირებულ გაქცევებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ სასჯელთაღსრულების დაწესებულებების შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუსტიციის სამინისტრის დაქვემდებარებაში გადაყვანა მოუმზადებლად მოხდა. ბოლო ცნობებით, ეს ორი უწყება ციხეების დაცვას ერთობლივად განახორციელებენ.
რა ხდება საქართველოს ციხეებში, რატომ გახშირდა ციხეებიდან პატიმრების გაქცევის ფაქტები, რატომ შეჩერდა პენიტენციალური სისტემის რეფორმირება - ამ საკითხებზე საუბრობს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის დღევანდელი სტუმარი, სასკელთაღსრულების სისტემის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში პაატა ზაქარეიშვილი. მას თამარ ჩიქოვანი ესაუბრა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG