Accessibility links

სტოკჰოლმში გაიმართა შვეციის საგარეო საქმეთა


სტოკჰოლმში გაიმართა შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანა ლინდის ხსოვნისადმი მიძღვენილი ცერემონია,

სტოკჰოლმში გაიმართა შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანა ლინდის ხსოვნისადმი მიძღვენილი ცერემონია,
რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ. ლინდი 11 სექტემბერს გარდაიცვალა, მისთვის წინა დღით სტოკჰოლმის ერთ მაღაზიაში დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად. სამოქალაქო პანაშვიდს 1300-მდე ადამიანი დაესწრო. [კრის პატენის ხმა] "ძალიან იშვიათად ხდება ისეთი რამ, რაც დროის დინებას დაგვავიწყებს ხოლმე - ასეთი მოვლენა იყო ანა ლინდის სიკვდილი. ეს იყო ქალი, რომელსაც უყვარდა მსოფლიო და რომელიც მსოფლიოს უყვარდა". ეს სიტყვები წარმოთქვა ევროკავშირის კომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კრის პატენმა. ლინდის მკვლელობასთან დაკავშირებით შეპყრობილია ერთი ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG