Accessibility links

ამერიკელმა სამხედროებმა დაადასტურეს ცნობა, რომ


ამერიკელმა სამხედროებმა დაადასტურეს ცნობა, რომ მათ ერაყის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სულტან ჰაშიმ აჰმედი ჩაბარდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის

ამერიკელმა სამხედროებმა დაადასტურეს ცნობა, რომ მათ ერაყის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სულტან ჰაშიმ აჰმედი ჩაბარდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის
მიერ გავრცელებული განცხადებით, აჰმედი დაკავებულია მას შემდეგ, რაც ის ამერიკელებს დღეს ერაყის ქალაქ მოსულში ჩაბარდა. მოსულში იყო ერაყელი უფლებადამცველი დავუდ ბაგისტანიც, რომელმაც ასე აღწერა ჩაბარების სცენა: [ბაგისტანის ხმა] "იყო შეხვედრა, მან ღირსეულად ჩაიარა. სულთან ჰაშიმ აჰმედს მიესალმნენ - "თქვენო აღმოტებულებავ", ასე მიმართეს. ის სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი. მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და საუბარი დაიწყეს. სულთან ჰაშიმ აჰმედი თავისი ოჯახის წევრებთან ერთად იყო და მათ მადლობა გადაუხადეს ამერიკელ გენერალ პატრეუსს". თავდაცვის მინისტრია რიგით 27-ე სულ 55-კაციან სიაში, რომელშიც ამერიკელებმა სადამ ჰუსეინის რეჟიმის წამყვანი წევრები შეიყვანეს. მათგან 40 დღეისათვის ან შეპყრობილია, ან მოკლული. ასევე ამერიკული სამხედრო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ თიქრითის სიახლოვეს დაიღუპა სამი და დაიჭრა ორი ამერიკელი ჯარისკაცი მათზე საფარიდან განხორიცლებული თავდასხმის შედეგად. დღეს კი გავრცელდა სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების კოალიცია ერაყში დარჩება, სანამ შესაძლებელი იქნება ძალაუფლების ჩაბარება ერაყის ახალი, დემოკრატიული მთავრობის ხელში.
XS
SM
MD
LG