Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა სამი ადამიანის სიცოცხლე


სულ ცოტა სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა აფეთქებამ ავღანეთში ამერიკის სამხედრო შტაბ-ბინის სიახლოვეს მდებარე შენობაში.

სულ ცოტა სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა აფეთქებამ ავღანეთში ამერიკის სამხედრო შტაბ-ბინის სიახლოვეს მდებარე შენობაში.
ამერიკელ მაიორ დევიდ ლონგის თქმით, ორ გვამს უკვე მიაკვლიეს, და ვარაუდობენ, რომ მესამე ნანგრევებში იმყოფება. ბაგრამის საჰაერო ბაზაზეა გადაყვანილი ხუთი დაჭრილი. სამხრეთაღმოსავლეთ ავღანეთში კი გრძელდება ამერიკელ ჯარისკაცებსა და პარტიზანებს შორის შეტაკებები. მაიორ რალფ მარინოს თქმით, პაქტიკის პროვინციაში, შკინში განთავსებულ სამხედროებს ცეცხლი დაუშინეს, მაგრამ მათ მოიერიშეებს უკან, პაკისტანის საზღვრისაკენ დახევა აიძულეს.
XS
SM
MD
LG