Accessibility links

logo-print

სამხრეთ კავკასიასთან ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები


პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში თავისი წარმომადგენელი ჰყავს. ფინელი დიპლომატი ჰეიკი ტალვიტიე, რომელიც კარგად იცნობს ამ რეგიონს, ასეთი პოსტის შემოღებას

წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია ეტაპობრივად განავითაროს თავისი ურთიერთობა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან. ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივებს 29 სექტემბერს განიხილავენ. მანამდე კი ჩვენი რადიოს თანამშრომელი აჰტო ლობიაკასი ევროკავშირის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელს ამ თანამშრომლობის ზოგიერთ ასპექტზე ესაუბრა.
გაგაცნობთ ჰეიკი ტალვიტიეს ზოგიერთ მოსაზრებას.

ჰეიკი ტალვიტიესთვის ევროკავშირის ჩანაფიქრი ნათელია. მის თვალში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნა სამხრეთ კავკასიის ქვენებში, შესაძლოა ნიშნავდეს ევროკავშირის გაფართოების მცდელობას აზერებაიჯანის, საქრთველოსა და სომხეთის მიმართულებით. ტალვიტეს თქმით, ასეთი თანამდებობის შექმნა გადაწყდა ივლისში, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ვერ გახდებოდნენ ევროკავშირის ინიციატივის - "ახალი მეზობლების" ნაწილი.

[ჰაიკი ტალვიტიეს ხმა] "წლის დასაწყისში, როდესაც "გაფართოებული ევროპის" კონცეფცია იქნა მიღებული და განცხადდა, რომ სამხეთი კავკასიის ქვეყნები არ იქნებოდნენ მასში ჩართულნი, რეგიონში ამის გამო ადგილი ჰქონდა კრიტიკასა და უკმაყოფილებას ევროკავშირის მიმართ. მე ვფიქრობ, სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ასეთი პოსტი იქნა შემოღებული".

ტალვიტიე გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელსაც ყოფილი საბჭოთა კავშირისა და კავკასიის ქვეყნებთან ბევრი წელი აკავშირებს. იგი იყო ფინეთის ელჩი რუსეთში, 1995 წლიდან 1996 წლამდე კი ხელმძღვანელობდა ე.წ. ეუთოს "მინსკის ჯგუფს", რომლიც მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოწესრიგებაზე მუშაობს. ევროკავშირის ამჟამინდელი წარმომადგენლის ან მისი მემკვიდრის მანდატი ორ წელიწადში ერთხელ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ.
ფინელი დიპლომატის შეფასებით, რეგიონის განვითარების მთავარ წინაპირობას მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

[ჰაიკი ტალვიტიეს ხმა] "ეს სამივე ქვეყანა ის ქვეყნები არიან, რომლებსაც ერთი მთავარი ინტერესი აქვთ - სტაბილურობა რეგიონში. იგივე შეიძლება ითქვას რეგიონის დიდ სახელმწიფოებზეც, რომლებმაც, მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა გაითვალსწინონ ეს ფაქტორი. თუმცა, ეს უკვე თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, თუ რა გზას აირჩევენ საკუთარი ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად".

რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, ტალვიტიე თავს არიდებს პირდაპირ კომენტარს - მის ნამდვილ ინტერესებზე საუბარს, მაგრამ მიუთითებს, რომ საჭიროა გათავლისწინებულ იქნას როგორც რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი, ისე სხვა მთავარი მოქმედი პირების ინტერესები.


[ჰეიკი ტალვიტიეს ხმა] "რუსეთს რეგიონში დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს იყო კულტურული, სამხედრო და პოლიტიკური ისტორია, რომელიც დროთა განმავლობაში რუსეთის ინტერესებს განსაზღვრავდა. მე ვფიქრობ, რომ რუსები დღესაც ძალზე არიან დაინტერესებულნი, რომ დაკმაყოფილებული იხილონ საკუთარი ინტერესები ამ რეგიონში. მაგრამ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობის კონტექსტში და სხვა ქვეყნების - მე ვგულისხმობ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის - ინტერესების გათვალისწინებით."


ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში აღნიშნავს, რომ რუსეთს, როგორც ჩანს, მომლოდინე პოზიცია უჭირავს და პირდაპირ მოქმედებას, ამჯობინებს ევროკავშირის პოზიციის ჩამოყალიბებას დაელოდოს.
ფინელი დიპლომატი ამჯობინებს თავი შეიკავოს, როდესაც მას სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ლიდერების შეფასებას სთხოვენ. თუმცა, იგი აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყნის ლტოლვა ევროკავშირში ნიშნავს, რომ მათი არჩევანი საბოლოოა.

[ჰეიკი ტალვიტიეს ხმა] "ევროკავშირისა და სამხრეთი კავკასიის ქვეყნების ამგვარი კოოპერირების პოზიტიური შედეგი ისაა, რომ სამივე ქვეყანას საკუთარი ნებით სურს გახდეს ევროპის ოჯახის წევრი - მე აქ არ ვგულსისხმობ ევროკავშირის წევრობას. ეს ნიშნავს, რომ ისინი ესწრაფვიან ევროპულ ფასეულობებს და სურთ ევროპული სტანდარტების კვალობაზე შეცვალონ საკუთარი საკანონმდებლო ბაზა".


რაც შეეხება ევროკავშირის ინიციატივას - "ახალი მეზობლები", რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად უკრაინა, რუსეთი, მოლდოვეთი და ბელარუსიც შედიან, ევროკავშირის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ამ პროგრამაში მანამ ვერ ჩაერთვებიან, სანამ ევროკავშირის ბლოკთან საერთო საზღავრი არ ექნებათ.

თუმცა, როგორც ევროკავშირის ანონიმური ოფიციალური წარმომადგენლისგან გახდა ჩვენთვის ცნობილი, კავშირს კიდევ 5 წელი დასჭირდება, რათა საბოლოოდ განსაზღვროს თავისი პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მიმართებაში. ასეთი გაურკვევლობა კი, ანონიმური წყაროს ცნობით, იმის ბარალია, რომ ბლოკი მეტ ყურადღებას უთმობს ხმელთაშუა ზღვის სამხრეთით მდებარე მეზობლებს და ნაწილობრივ იმის გამო, რომ ევროპის ბლოკს არ ემუქრება პირდაპირი საფრთხე სამხრეთი კავკასიიდან.
XS
SM
MD
LG