Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისეთი ტრაგედიები, როგორიც ბოსნიელ მაჰმადიანთა


ისეთი ტრაგედიები, როგორიც ბოსნიელ მაჰმადიანთა დახოცვა იყო ქალაქ სრებრენიცაში 1995 წელს, არ უნდა განმეორდეს,

ისეთი ტრაგედიები, როგორიც ბოსნიელ მაჰმადიანთა დახოცვა იყო ქალაქ სრებრენიცაში 1995 წელს, არ უნდა განმეორდეს,
- განაცხადა დღეს ბოსნიაში სტუმრად მყოფმა შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა. იგი სრებრენიცის მსხვერპლთა მემორიალური ძეგლის გახსნაზე გამოვიდა სიტყვით. ცერემონიალს 20 ათასამდე ადამიანი დაესწრო. [ბილ კლინტონის ხმა]: "ძალაუფლებას მოწყურებულმა უღირსმა ადამიანებმა ეს ხალხი დახოცეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი მაჰმადიანები იყვნენ. ბოროტმოქმედებმა გენოციდის გზით სცადეს ძალაუფლების მოპოვება, მაგრამ სრებრენიცა დასაწყისი გახდა გენოციდის დასასრულისა ევროპაში" - განაცხადა ბილ კლინტონმა. კლინტონი, რომელმაც 90-იან წლებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბოსნიაში სამოქალაქო ომის შეწყვეტაში, მემორიალური ძეგლის გახსნაზე მიიწვია ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, რომელიც სრებრენიცაში დაღუპულ მაჰმადიანთა დედებსა და მეუღლეებს აერთიანებს. 1995 წლის ივლისში, ბოსნიელ სერბთა შეიარაღებულმა რაზმებმა უმეტესწილად მაჰმადიანებით დასახლებული სრებრენიცა აიღეს და 8 ათასამდე მამაკაცი, ასაკისდა მიუხედავად, სიცოცხლეს გამოასალმეს.
XS
SM
MD
LG