Accessibility links

logo-print

დღეს ლატვიაში რეფერენდუმი გაიმართა ევროკავშირში


დღეს ლატვიაში რეფერენდუმი გაიმართა ევროკავშირში ამ ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე.

დღეს ლატვიაში რეფერენდუმი გაიმართა ევროკავშირში ამ ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ლატვიელ მოქალაქეთა 50-დან 60-დე პროცენტი, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, ხოლო დაახლოებით 25 პროცენტი - წინააღმდეგი. ლატვიის პრეზიდენტმა ვაირა ვიკს-ფრეიბერგმა თანამემამულეებს მოუწოდა "ევროპაში ლატვიის მომავალს მისცენ ხმა". ზოგიერთი ლატვიელი შიშობს, ვია თუ ბრიუსელმა უგულვებელყოს მათი ინტერესები, როგორც ამას მოსკოვი სჩადიოდა თავის დროზე. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ეინარს რეპსემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა: "ხალხი საბჭოთა კავშირიდან გარბოდა, დღეს ყველა ევროკავშირში გარბის. საბჭოთა კავშირი ტოტალიტარული სახელმწიფო იყო. ეს, კომუნისტური რეჟიმი, იმპერია იყო. ევროკავშირი - წევრი ქვეყნების კავშირია. ასე რომ, სიტყვა იგივეა - კავშირი, ხოლო არსი - სრულიად განხსვავებული" - ციტატის დასასრული.
XS
SM
MD
LG