Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმაღლესი დონის დღევანდელ შეხვედრაზე ბერლინში


უმაღლესი დონის დღევანდელ შეხვედრაზე ბერლინში, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა განაცხადეს,

უმაღლესი დონის დღევანდელ შეხვედრაზე ბერლინში, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა განაცხადეს,
რომ აუცილებლად მიაჩნიათ ხელისუფლების გადაცემა ერაყში, თავად ერაყელებისთვის, რაც შეიძლება მალე. "რაც შეეხება ერაყს, როგორც კანცლერმა შრიოდერმა აღნიშნა, კონფლიქტის გარშემო აღძრულ უთანხმოებათა მიუხედავად, ჩვენი სურვილია ვიხილოთ სტაბილური ერაყი. ყოველ ჩვენგანს სურს, რომ რაც შეიძლება მალე შეიქმნას ერაყში დემოკრატიული მთავრობა. ჩვენ გვსურს, და ვიცით რომ აუცილებელიცაა, გაეროსათვის წამყვანი როლის მინიჭება" - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა. ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა განაცხადა, რომ ერთის მხრივ პარიზსა და ბერლინს, ხოლო მეორეს მხრივ ლონდონს შორის, კვლავაც მოუგვარებელია რამდენიმე უთანხმოება ერაყის საკითხთან დაკავშირებით. მომავალი კვირის დასაწყისში შრიოდერი და შირაკი ნიუ-იორკში მოლაპარაკებას გამართავენ ცალ ცალკე შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან.
XS
SM
MD
LG