Accessibility links

logo-print

ვატიკანმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს


ვატიკანმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ორმხრივ ურთიერთობას მიაყენა დარტყმა,

ვატიკანმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ორმხრივ ურთიერთობას მიაყენა დარტყმა,
როცა რესპუბლიკის მთავრობა დაიყოლია - უარი ეთქვა ხელშეკრულების დადებაზე რომის კათოლიკურ ეკლესიასთან. საქართველომ ბოლო მომენტში გადადო შეთანხმების ხელმოწერა პარასკევს, როცა ვატიკანის დელეგაცია უკვე ჩასული იყო თბილისში. განცხადებაში, რომელიც საქართველოდან გამგზავრების გემდეგ გამოაქვეყნა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრმა არქიეპისკოპოსმა ჟან-ლუი ტურანმა ნათქვამია, რომ მომხდარი "უცილობლად დაამწუხრებს რომის პაპს იოანე პავლე მეორეს". ტურანმა დასძინა ამასთანავე, რომ ვატიკანის დელეგაცია "უაღრესად შეურაცყოფილია იმით, თუ როგორ მიიღო იგი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ." ხსენებული ხელშეკრულება, რომელშიც ვატიკანისა და საქართველოს ურთიერთობაა განსაზღვრული და საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეთა უფლებებსაც ეხება, დღეს უნდა ყოფილიყო ხელმოწერილი ჟან-ლუი ტურანის ვიზიტის დროს.
XS
SM
MD
LG