Accessibility links

logo-print

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ძიუნიტირო კოიძუმი კიდევ


იაპონიის პრემიერ-მინისტრი ძიუნიტირო კოიძუმი კიდევ სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს მთავრობასა და ქვეყნის მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ძიუნიტირო კოიძუმი კიდევ სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს მთავრობასა და ქვეყნის მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას.
ამ პარტიის დღევანდელ ყრილობაზე კოიძუმიმ, პარტიის თავმჯდომარეობის სამი სხვა პრეტენდენტი დაამარცხა. ვინაიდან ლიბერალი დემოკრატები უმრავლესობით არიან წარმოდენილი იაპონიის პარლამენტში, პარტიის ლიდერი ავტომატურად იკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. 61-წლის კოიძუმი 2001 წლის აპრილში გახდა იაპონიის პრემიერ-მინისტრი.
XS
SM
MD
LG