Accessibility links

logo-print

ერაყის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ აჰმად


ერაყის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ აჰმად ჩალაბიმ, საბჭოს წევრის აქილა ალ-ჰაშიმის მკვლელობაში სადამ ჰუსეინის მომხრეები დაადანაშაულა.

ერაყის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ აჰმად ჩალაბიმ, საბჭოს წევრის აქილა ალ-ჰაშიმის მკვლელობაში სადამ ჰუსეინის მომხრეები დაადანაშაულა.
შაბათს დილით ალ-ჰაშიმის ავტომანქანას ბაღდადის ცენტრში გაუხსნეს ცეცხლი. მძიმედ დაჭრილი აქილა ალ-ჰაშიმი საავადმყოფოშია. ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა - კრიტიკულია. ამერიკელი სამხედროებისა და ერაყის პოლიციის ცნობით, დაკავებულია ერთ-ერთი თავდამსხმელი. შიიტი ალ-ჰაშიმი, კიდევ ორ ქალთან ერთად ერაყის 25-წევრიან მმართველ საბჭოში შედის. წარსულში იგი ეკუთვნოდა ბაათის პარტიას, რომელიც სადამ ჰუსეინის დროს მართავდა ერაყს. ალ-ჰაშიმი შედიოდა დელეგაციაში, რომელიც მომავალ კვირას ნიუ-იორკში გაემგზავრება, რათა ერაყის ადგილი დაიკავოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
XS
SM
MD
LG